პროექტის სახელწოდება -„ციხე-სიმაგრის
ისტორია „
History of the castle”
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით -„თამარ მეფის
ციხე“ “the castle of King- Tamar”
მოსწავლეები მოაწყობენ ლაშქრობებს და გამოიკვლევენ თავიანთ სოფელში მდებარე ისტორიული ძეგლის ისტორიას.
პროექტის აქტუალობა:
- მოსწავლეები შეაგროვებენ თამარ-მეფის ციხის შესახებ ინფორმაციას და მიღებულ ინფორმაციას გაუზიარებენ სხვებსაც ინგლისურ ენაზე.
- შეაგროვებენ ფოტომასალას და მოახდენენ მათ გამოფენას სკოლაში, რათა დააინტერესონ სხვები თამარ-მეფის ციხის ისტორიით.
პროექტის მიზნები:
- პროექტის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავოს ცოდნა სხ/სხ საგნებში, კერძოდ ისტორიასა და ინგლისურში.
- ხელი შეუწყოს მოსწავლეს პატრიოტად ჩამოყალიბებაში, უძველესი ქართული ციხე-სიმაგრის ისტორიულ და რელიგიურ კონტექსტში განხილვის, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებაში.
მონაწილეთა ასაკი: II კლასი
ვადები-ხანგრძლივობა -
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
- ისტორიული ძეგლის კვლევის შედეგად (ვიზუალური დათვალიერება, გადაღებული ფოტო-მასალა) გააცნობიერებენ, რომ თამარ-მეფის ციხე არის ერთადერთი ციხე-სიმაგრე მათ სოფელში და ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.
- წარადგენენ პრეზენტაციას.
- უნარ-ჩვევები-ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, სინთეზური აზროვნების უნარ_ჩვევები, ისწავლიან პროექტზე მუშაობას კომპიუტერის დახმარებით.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, ფოტო და ვიდეო აპარატი, საკანცელარიო
ნივთები.
პროექტის მსვლელობა (შესასრულებელი
აქტივობები):
აქტივობა 1 _ მოსწავლეებს გავაცნობ თემას; დავგეგმავთ პროექტის გეგმას.
აქტივობა 2 _ დავიყოფით ჯგუფებად; თთოეული ჯგუფი მიიღებს დავალებას;
აქტივობა 3 _ მოსწავლეები მოაწყობენ ლაშქრობებს, მოიპოვებენ
ინფორმაციას ციხე-სიმაგრის ისტორიის შესახებ, მოახდენენ
მათ კლასიფიკაციას.
აქტივობა 4 _ მოამზადებენ პრეზენტაციას, მოაწყობენ გამოფენას,
დაამზადებენ სარეკლამო
ბუკლეტს, სადაც მოკლედაა აღწერილი ციხის ისტორია ინგლისურ ენაზე. შეაგროვებენ
და გადაიღებენ სურეთებს, ვიდეო მასალას.
აქტივობა 5 _ ქმნიან ელექტრონულ პორტფოლიოს. მოამზადებენ
პრეზენტაციას.
აქტივობა 6 _ მონაწილეთა შეფასება;
მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით;
საგანთან კავშირი (ინგლისური
ენის სტანდარტი)-
უცხ.დ.IV.21. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხ/სხ ტიპის პროექტის განხორციელება.
უცხ.დ. IV.22 მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის
ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.
უცხ.დ.IV.16 მოსწავლეს
შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
პროექტის ხელმძღვანელი:
შორენა ინწკირველი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
intskirvelishorena@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий